საკანონმდებლო ინიციატივა

15:05, 29.01.2026

კიდევ ერთი ცვლილება მზადდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კანონპროექტის თანახმად, პირს რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომელმაც წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიიღო, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მომზადდა მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც. მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, დაჯარიმდება 20 000 ლარით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით“.

მსგავსი