აქციებზე ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება იკრძალება

რა მოდელს დაეყრდნობა მმართველი გუნდი ახალი კანონპროექტის შემუშავებისას: არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა დაანონსებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრებების დროს ნიღბების ტარებისა და სახის სხვადასხვა ფორმით შენიღბვის აკრძალვას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ არგუმენტი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაა. გათვალისწინებულია რამდენიმე გამონაკლისი. პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. კონკრეტულ ჯარიმებთან და აკრძალვის მეთოდებთან დაკავშირებული დეტალები ხვალ, მუხლობრივი განხილვის დროს უნდა გახდეს ცნობილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები აქციების დროს პიროტექნიკისა და ლაზერების აკრძალვასაც ეხება.