საკანონმდებლო ინიციატივა

„ხალხის ძალა“ ორ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, ერთ-ერთი ინიციატივა ეხება საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოების საქმიანობას და ცვლილებები მომზადდება საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით. ასევე, მეორე ცვლილება შეეხება მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას. მათი განცხადებით, კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.