საკანონმდებლო ცვლილებები პედაგოგებისთვის

პედაგოგის სტატუსის მიღება, შესაძლოა, გამარტივდეს. პარლამენტი შესაბამის გზებს ეძებს, რისთვისაც ახალი კანონპროექტი მომზადდა.

კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით სკოლებში დასაქმების შანსი ეზრდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც პედაგოგიური განათლება არ აქვთ, თუმცა კონკრეტული საგნის სპეციალისტები არიან.

ექსპერტების აზრით, დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სკოლებში პედაგოგის ვაკანტური ადგილების დეფიციტია, რის გამოც, საკანონმდებლო ცვლილებებამდე ჯერ მასწავლებლების სამსახურიდან დათხოვნის მექანიზმის გამარტივებაა აუცილებელი.