საკანონმდებლო ცვლილებები ჩამორთმეული მართვის უფლებების აღსადგენად

12:16, 16.12.2025

2026 წლიდან მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო, სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ამნისტია ცხადდება. აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე უკვე განიხილეს. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს. ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა. სტატისტიკური მონაცემებით, სხვადასხვა მიზეზით, სულ 35 445 მართვის მოწმობაა შეჩერებული. ამნისტიასთან ერთად, უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, შესაბამისად, ისინი ვადაზე ადრე მართვის უფლებას ვეღარ დაიბრუნებენ.

მსგავსი