საკანონმდებლო ცვლილებები

12:12, 23.03.2022

 ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილების პროექტს მხარს არ უჭერს და პრეზიდენტის დაკნინებისა და მისი უფლებამოსილების შესუსტების მცდელობად აფასებს. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურებს ეხება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება სარჩელის ნორმის და არა კონკრეტული ქმედების გასაჩივრება.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ კანონში ხდება სწორედ ამ ნორმის ასახვა. პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში მომავალ კვირაში დაიწყება. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტი ბიუროს სხდომაზე გუშინ წარადგინეს.

მსგავსი