საკანონმდებლო ცვლილებები

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ცვლილებები სახიფათო და არაკონსტიტუციურია.

მისი თქმით, ასევე დაუშვებელია, რომ მსგავსი ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში მიიღება. დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა მხოლოდ პარლამენტის ნებართვით უნდა მოხდეს.