საკანონმდებლო ცვლილება

ხვალიდან კომიტეტებზე მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივის განხილვა დაიწყება. ცვლილებები კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებს ეხება და მათ რეაბილიტაციასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს. საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელებენ. 19-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გერმანული მოდელის ანალოგია, საქართველოში არასრულწლოვანთა მხარდაჭერის სახლები აშენდება, სადაც ის პირები გადამისამართდებიან, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. დაკომპლექტდება მულტიდისციპლინარული ჯგუფიც.