საკანი სამკითხველო - გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

შენობა, რომელშიც დღეს სტუდენტები კითხულობენ და მათთვის სასურველ მასალას ეცნობიან, ასი წლის წინ საბჭოთა რეპრესიების მოწმე იყო. გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში ადრე საპატიმრო სახლი ფუნქციონირებდა. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანებს ერთი პატარა ოთახში ხვრეტდნენ და საიდანაც ცხედრები საიდუმლო გვირაბებით გაჰქონდათ. წლები გავიდა, ისტორია კი იმ შენობაში დარჩა, რომელიც ახლა წიგნებით არის სავსე.

როგორ თანაარსებობს ერთ სივრცეში წარსულის ტკივილი და წიგნებით სავსე მომავალი – ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები