საკალათბურთო სუპერლიგაში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. „ქუთაისმა“ „ტიტები“ 75:66 დაამარცხა, ხოლო „თსუ ჰიუნდაისა“ და „რუსთავის“ მატჩი 77:65 დასრულდა.
დღის ბოლო მატჩი „დელტასა“ და „თბილისის კაქტუსს“ შორის დაძაბულად წარიმართა – შეხვედრის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. „დელტამ“ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე 87:64 დაამარცხა.