საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში 

15:12, 27.04.2026

საკადრო ცვლილებების განხილვა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე. დეპუტატებმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივაზე იმსჯელეს. ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ორგანო. კომიტეტის სხდომაზე იყო კამათიც არჩილ გორდულაძესა და გიგა ფარულავას შორის.
პროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა.

ვახტანგ ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი