საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები
პარლამენტში, მთავრობის საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული განხილვები, ცხარე კამათის ფონზე დაიწყო.
დაპირისპირება იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას გახარიას გუნდი აკრიტიკებს. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ასე ჰქვია თანამდებობას, რომლის შემოღებისთვის საჭირო ცვლილებებს, საკანონდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შვიდ თვიანი საქმიანობის შემდეგ, ამ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც ვიცე-პრემიერიც იქნება. მმართველი გუნდი დაანონსებულ ცვლილებებს უსაფრთხოების გაზრდილ რისკებს უკავშირებს, თუმცა გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხვალ, პარლამენტში ელოდებიან გეკა გელაძესაც. შინაგან საქმეთა ექს-მინისტრს ჯერ თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, დღის ბოლომდე კი, სუს-ის ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე აირჩევენ.
როდის დაინიშნება ახალ პოზიციაზე მამუკა მდინარაძე და კანონპროექტით როგორ განისაზღვრება მისი უფლებამოსილების არეალი – ამას თეონა მანაგაძე გვეტყვის.