საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
რამ გამოიწვია საკადრო ცვლილებები მთავრობაში – სტრუქტურული გადაადგილება და სიახლეები პოლიტიკური შეფასებების თემაა. პრემიერის გადაწყვეტილებით, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველ კვირაში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მინისტრი კახაბერ გულედანი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელსაც მდინარაძე დაიკავებს, გაუქმდება სექტემბრიდან. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოფიციალურად სექტემბერში შეიქმნება. ოპოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას უწოდებს და მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ხელისუფლებას გაცხადებული აქვს რეგიონების მხარდაჭერა და განვითარება.