საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში

21:23, 25.04.2026

დატვირთული სამუშაო კვირა ექნება საკანონმდებლო ორგანოს. ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სამთავრობო სტრუქტურას კიდევ ერთი უწყება უნდა დაემატოს, უკვე პარლამენტშია. „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს“ შექმნა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოზიციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძეა წარდგენილი. საკანონმდებლო ცვლილებებს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, პარლამენტმა ასევე მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელიც.

საკადრო გადაადგილებები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და შეფასებები – ცარო კირვალიძის სიუჟეტში.

მსგავსი