საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში – შეფასებები
საკადრო ცვლილებებს პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე დაიკავებს. ის ამ თანამდებობაზე 2016-18 წლებში მუშაობდა. სუს-ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს კი – სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაცია დაევალება. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის სტატუსსაც მიიღებს. აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის თანამდებობას კი – გეკა გელაძე ჩაიბარებს. საკადრო ცვლილებები შეფასებების თემაა პოლიტიკურ პარტიებში.