საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები – განხილვა პარლამენტში 

12:05, 27.04.2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. შვიდთვიანი მუშაობის შემდეგ, მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურიდან მთავრობაში გადაინაცვლებს. ის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს და ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეითავსებს. მთავრობის სტრუქტურას ახალი, მე-15 უწყება პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ დაემატება.

მსგავსი