საკადრო ცვლილებები უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, მიხაილო ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრები გამართა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, კონსულტაციებზე არმიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები შემუშავდება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ალექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ისეთ მეთაურს იპოვის, რომელიც უფლებამოსილების შეუფერხებლად გადაბარებას და ფრონტის ხაზის გასწვრივ საიმედო თავდაცვის შენარჩუნებას შეძლებს. ამის პარალელურად, კიევში უკვე მესამე დღეა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია იმართება. დემონსტრანტები სირსკის გადადგომას ითხოვენ. ცნობისთვის, მიხაილო ფედოროვმა 15 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან ჰქონდა კონფლიქტი.