საკადრო ცვლილებები შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები ხორციელდება.

მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი რომან ქარცივაძემ შეცვალა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა, მის ადგილს კი დავით კიკნაძე დაიკავებს. ამასთან, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე; ლევან მაისურაძე კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება რეგიონებს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ამიერიდან ლაშა გოგნიაშვილი უხელმძღვანელებს, მანამდე ამ თანამდებობაზე თეიმურაზ კალანდაძე მუშაობდა, რომელიც საქმიანობას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში განაგრძობს. ცვლილებებია სხვა რეგიონებშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებები სისტემის გაძლიერებას ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.