თითქმის ექვსწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა.
გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად ინიშნება. უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან განცალკევდება და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილია წარდგენილი. იუსტიციის სამინისტროს კი დეპუტატი პაატა სალია ჩაიბარებს, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ახალი სახე იქნება. ცვლილებები დღეს საზოგადოებას პრემიერმა აცნობა. სუს-ის ხელმძღვანელის შეცვლის მიზეზად რამდენიმე თვეში მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვა დასახელდა. მმართველი გუნდი რეგიონულ განვითარების ეფექტურ დაგეგმვას პრიორიტეტად აცხადებს. თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს გადაადგილებების გარშემო სხვა ვერსიები აქვთ. დღეს გამოცხადებულ ცვლილებებს პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.