საკადრო ცვლილებები მთავრობაში
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში – რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ეწურება და კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა პოსტის ხელახლა დაკავების უფლება. სამინისტროს ჩამოყალიბების თაობაზე მთავრობის მომზადებულ შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი 15-18 აპრილს განიხილავს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს ირაკლი ქარსელაძე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება, იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი, რომელსაც ოხანაშვილი იკავებდა დღემდე, დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება.
სამთავრობო ცვლილებებს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა, როგორია გამოხმაურებები, ანა ბროლაძე გვეტყვის.