საკადრო ცვლილებები მთავრობაში
მორიგი საკადრო ცვლილებები პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ხელისუფლების ოპონენტები მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილის მარიამ ქვრივიშვილით ცვლილებას ბუნებრივად აფასებენ. „ქართულ ოცნებაში“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის კვალიფიციურობას და იმ წარმატებულ პროექტებს უსვამენ ხაზს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ბოლო პერიოდში განხორციელდა. ასევე, მათი თქმით, ლევან დავითაშვილს არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე მოუწევს საქმიანობა.