საკადრო ცვლილებები მთავრობაში 

21:09, 24.04.2025

უკვე მესამე საკადრო ცვლილება მინისტრთა კაბინეტში ბოლო ერთ თვეში.

4-წლიანი საქმიანობის შემდეგ თანამდებობა დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ირაკლი ქარსელაძის უწყება სამი კვირის წინ გაიყო და რეგიონული განვითარების მიმართულება ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა, მაშინ ქარსელაძემ მინისტრის პორტფელი შეინარჩუნა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ, სამინისტროს ორად გაყოფის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრად კვლავ ირაკლი ქარსელაძე დარჩებოდა. ცვლილების ოფიციალურ მიზეზად უკვე ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილება სახელდება. მას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის, რომელიც სამგორის მაჟორიტარია, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ურბანული დაგეგმარების კომისიას. რას უკავშირდება ბოლო პერიოდში საკადრო შემადგენლობაში გახშირებული ცვლილებები და გადაადგილებები – ამ თემაზე დღეს განმარტებები არ გაკეთებულა. მიზეზებზე არ ისაუბრა თავად ქარსელაძემაც.

თამუნა წიკლაურმა მოისმინა მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადებები

მსგავსი