საკადრო ცვლილებები განათლების სისტემაში

თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ განათლების მინისტრმა უწყებაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. თანამდებობები დატოვეს მინისტრის ორმა მოადგილემ და ოთხი სხვადასხვა ცენტრის დირექტორებმა. მათ შორის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, რომელიც ამ პოსტს 10 წლის განმავლობაში იკავებდა.

განათლების მინისტრი გადაწყვეტილების მიზეზად დაანონსებულ რეფორმებს და ახალი ხედვის საჭიროებას ასახელებს. თუმცა, როგორც გაირკვა, სამინისტროში ცვლილებები ისევ მოსალოდნელია.

მიხეილ ბატიაშვილი უწყებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.