საკადრო ცვლილებები ფინანსთა სამინისტროში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ხარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ. ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი.
ლევან ხარაბაძე აღნიშნულ პოზიციას მიმდინარე წლის პირველი მაისიდან იკავებდა. თანამდებობა დატოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმაც, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მიხეილ მაღლაკელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
ახალი ხელმძღვანელის წარდგენა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს არის დაანონსებული.