საკადრო ცვლილებები აჭარაში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი საკომიტეტო მოსმენები გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატებმა დღეს მოუსმინეს. სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის უცვლელმა შემადგენლობამ სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და ხედვები წარადგინეს. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართა ბიუროს სხდომაც.
მერაბ წულუკიძე დეტალებით ბათუმიდან #მოამბერეგიონები