საკადრო ცვლილებები
ბოლო წელიწადნახევარში მეოთხე ცვლილება უწყებაში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი – მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება.
ხუთთვიანი ხელმძღვანელობის შემდეგ გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა და იმ სამინისტროში ბრუნდება, რომელსაც 11 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა – ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად კი თამაზ ბორაშვილია წარდგენილი, რომელსაც სუს-ში და მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წარდგენისას ამ ფაქტორს რამდენჯერმე გაესვა ხაზი. პარლამენტი ბორაშვილის კანდიდატურას ორ დღეში დაჩქარებულად განიხილავს და ოთხშაბათსვე იგეგმება კენჭისყრა. სუს-ის მომავალი ხელმძღვანელი უწყებაში 2022 წლიდან მაღალ პოზიციებზე მუშაობს, ბოლოს მას მოადგილის თანამდებობა ეკავა. გელაძის წასვლის ოფიციალურ მიზეზად პირადი სურვილი დასახელდა. დაანონსდა სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც – უქმდება ის პოსტი, რომელიც პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძისთვის ორი თვის წინ შეიქმნა და აღარ შეიქმნება პოსტი, რომელიც მდინარაძეს სექტემბრიდან უნდა დაეკავებინა.
რას უკავშირდება საკადრო გადაწყვეტილებები და მოსალოდნელია თუ არა მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებები – ანა ბროლაძე მუშაობდა თემაზე.