საკადრო ცვლილებები – გამოხმაურება

12:11, 23.04.2026

რამდენიმე დღეში იმსჯელებს პარლამენტი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ინიციატივა მომავალ კვირაში ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, განისაზღვრება შესაბამისი კომიტეტი და ჩატარდება მოსმენები. სამივე მოსმენით პარლამენტი ინიციატივას ოთხშაბათს მიიღებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს მამუკა მდინარაძე. ის სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის და ვიცე პრემიერის პოსტებს დაიკავებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შს მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი.

მსგავსი