საკადრო ცვლილებები 

21:08, 22.04.2026

ბოლო ერთ წელში უკვე მესამე ცვლილება ძალოვან უწყებაში.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის წარდგენის შემდეგ პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი გეკა გელაძე ექვსი წლის ვადით სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე. ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, დანარჩენ სამთავრობო ცვლილებებს პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება არ სჭირდება. მინისტრთა კაბინეტის წევრი ხდება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს იბარებს. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, ჩნდება კითხვა, რა ფუნქციების მატარებელი იქნება მისთვის მთავრობაში შექმნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი და რა იგულისხმება სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციაში, რომელიც სწორედ მდინარაძეს დაევალება. მმართველი გუნდი მიღებულ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე რესურსების და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებით ხსნის. თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია, რომელიც გუშინდელ გადაწყვეტილებებს ამჯერადაც აკრიტიკებს.

რამ განაპირობა საკადრო ცვლილებები და რა პროცედურებია ახლა პარლამენტში მოსალოდნელი – მანანა დევაძე დეტალებით.

 

მსგავსი