საკადრო ცვლილება

21:20, 04.06.2025

მთავარი საგამოძიებო უწყებიდან სახელმწიფო აუდიტში – გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. საკადრო გადაადგილება მმართველ გუნდში კორუფციის რისკების მინიმუმამდე შემცირებით და ყოფილი გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით ახსნეს. ცოტნე ყავლაშვილმა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა, თანამდებობის დატოვების მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარეს გუშინ მიმართა. საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებული მიზეზები არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვის ნიშნებს უჩენს ისიც, რომ გიორგი გაბიტაშვილს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული. ვიდრე ახალი გენერალურ პროკურორის შერჩევა და დაამტკიცებს მოხდება, მის მოვალეობას პროკურორის ახლადდანიშნული მოადგილე, გიორგი გვარაკიძე შეასრულებს.

მსგავსი