საკადრო ცვლილება მთავრობაში

21:42, 24.06.2025

მინისტრის პოსტიდან ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციაზე – „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტი ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა წევრმა დატოვა.

ლევან დავითაშვილი, რომელიც ჯერ სოფლის მეურნეობის სამინიტროს, შემდეგ კი ქვეყნის ეკონომიკურ უწყებას ხელმძღვანელობდა, ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი კობახიძის მთავარი მრჩეველი ხდება და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, უწყებას დავითაშვილის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერმა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დახვეწა დაასახელა. განხორციელებულ საკადრო ცვლილებას დადებითად აფასებს მმართველი გუნდი, თუმცა განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები სტაჟიანი მინისტრის ახალ პოზიციაზე გადაყვანას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორისაა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი.

მსგავსი