საკადრო ცვლილება მთავრობაში

მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. მინისტრთა კაბინეტი ამჯერად შინაგან საქმეთა მინისტრმა დატოვა. ექვსწლიანი საქმიანობის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა, რის მიზეზად პირადი გადაწყვეტილება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა დაასახელა. გადაწყვეტილების შესახებ მან საზოგადოებას წერილობით აცნობა. გომელაური, რომელიც მთავრობაში ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი იყო, ჯერ დაცვის სამსახურს, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგვიანებით სუსს და 2019 წლიდან კვლავ შსს-ს ხელმძღვანელობდა. ხელისუფლების ოპონენტებმა გომალურის წასვლა საკუთარი ვერსიებით ახსნეს და მინისტრის გადადგომა იმ საერთაშორისო სანქციებსაც დაუკავშირეს, რომლებიც გომალაურის მიმართ ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ დაწესდა. ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის, რომელიც ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სუს-ის, თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილედ მუშაობდა. მმართველი გუნდი მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის კვალიფიკაციაზე მიუთითებს, ოპოზიცია კი გელაძეს 2012 წლამდე ბიოგრაფიას ახსენებს.