საკადრო ცვლილება მთავრობაში 

21:08, 30.06.2025

მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება.

ბოლო სამ თვეში მინისტრთა კაბინეტს უკვე მეხუთე მინისტრი ტოვებს. თანამდებობიდან ამჯერად განათლების მინისტრი წავიდა, რომელმაც ამ პოსტზე მხოლოდ რვა თვე იმუშავა. ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით დაემშვიდობა. მთავრობიდან წასული სხვა წევრების მსგავსად, ამჯერადაც მიზეზად პირადი გადაწყვეტილება დასახელდა. მას დეპუტატი გივი მიქანაძე შეცვლის, რომელიც დაწყებული რეფორმების დაჩქარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს. გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე წულაძემ ზოგადი განათლების ხედვა წარადგინა, დაანონსებული იყო საუნივერსიტეტო რეფორმის დაწყებაც. ერთი თვის წინ კი უკვე ყოფილი მინისტრი დიდ ბრიტანეთს სტუმრობდა, საიდანაც ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება დააანონსა. წულაძის ხელმძღვანელობის დროს განათლების სამინისტროს რამდენჯერმე განმარტებების გაკეთება მოუხდა. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, რასაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

მსგავსი