საჯარო სკოლის გახსნა ბათუმში
ბათუმში კიდევ ერთი საჯარო სკოლა გაიხსნა. 21-ე სკოლა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი. კეთილმოწყობილია უახლესი ტექნოლოგიებით, სპორტდარბაზითა და ბიბლიოთეკით. გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. დაათვალიერეს ასევე რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები. შეხვედრები გაიმართა პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. სრულად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა; მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.