საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები დაიწყო

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები დაიწყო. ეს არის  სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო, რომელიც ირჩევს დირექტორს და სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და სხვა უფლებამოსილებებს.

საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა სამი წლის ვადით ხდება. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

არჩევნების პროცესს განათლების სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში აკვირდება. არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

სამეურვეო საბჭოს არჩევნების მიმდინარეობის პროცესს 126-ე სკოლაში დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე გაეცნო.