საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით, 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით 130 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტების ფარგლებში – მოეწყობა როგორც შიდა პერიმეტრი, ისე გარე სივრცეები. გათვალისწინებული იქნება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების, სპორტული ინფრასტრუქტურის, სველი წერტილების, საინჟინრო ქსელებისა და უსაფრთხოების სისტემების განახლება. სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდნენ გამოცხადებული ტენდერებით და მიიღონ მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში.