საჯარო სკოლების მშენებლობა რეგიონებში

12:24, 08.03.2026

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.  სკოლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორიები. ასევე გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნისა და ეზოს მოწყობა.
პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.

მსგავსი