საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია

12:22, 15.07.2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში საჯარო სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციას აგრძელებს. დასასრულს უახლოვდება მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს მე-11 საჯარო სკოლის ახალი შენობისა და 128-ე საჯარო სკოლის დამატებითი, 300 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ასევე, 162-ე და 50-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის 50-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მსგავსი