საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის დახურვა

15:21, 25.06.2026

თბილისში გამართული გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი დასრულდა, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა. საქართველოს დედაქალაქს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 500-ზე მეტ დელეგატს სტუმრობდა. სამი დღის განმავლობაში, მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციებზე მსჯელობდნენ. ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მოდელი წარადგინა და ყურადღება როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა. დასკვნით ღონისძიებაზე, ფორუმის შედეგები პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს. ღონისძიება საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოებით დასრულდა. ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულები 62 ქვეყნიდან წარდგენილ 700 პროექტს შორის გამოვლინდნენ.

მსგავსი