საჯარო სამმართველოს მონიტორინგის შედეგები

18:41, 10.01.2022

ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტმა საია-სთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, სახელწოდებით, „პარ-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. პროექტი საჯარო მმართველობის მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული ხარვეზი. მარიამ მაისურაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. პროექტი ევროკავშირის ჩართულობით ორ წელზე მეტია მიმდინარეობს.

მსგავსი