„საჯარო რეესტრის ამზომველის“ ინსტიტუტი

21:48, 15.07.2026

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ საამზომველო და გეოდეზიურ მომსახურებებს შესთავაზებს. “საჯარო რეესტრის ამზომველი ინსტიტუტი” – „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოქმედდა. სიახლე  მიწის ადმინისტრირების სფეროში მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საკადასტრო მონაცემების სიზუსტის, ხარისხისა და სანდოობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანას. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ფუნქციები დაემატა და სააგენტო მოქალაქეებს საკადასტრო, გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და გეოინფორმაციულ მომსახურებებსაც შესთავაზებს. რეფორმა მიწის ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.  რეფორმას საფუძვლად უდევს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება, რომელმაც აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში არსებული საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და საჭიროებდა დაზუსტებას.

მსგავსი