საჯარო განხილვები რუსთავში

18:23, 25.07.2026

რუსთავში, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, საჯარო განხილვები მიმდინარეობს.
მოქალაქეების პოზიციების გარკვევის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართებზე იმართება.
დეპუტატებმა სპეციალური ანკეტები დაარიგეს, რომლის საშუალებით რუსთაველებმა ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები წერილობით დააფიქსირეს. პრიორიტეტები კი საჭიროებების  მიხედვით გამოიკვეთება. პროცედურა ანონიმურია და მასში მონაწილეობის მიღება ელექტრონულადაცაა შესაძლებელი.

მსგავსი