საჯარო ფორუმი

„ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში საჯარო ფორუმი ჩატარდა. განხილვის საგანი საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესება იყო. ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა ფართო საზოგადოების 400-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

ნარჩენების მართვის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივი ექსპერტებმა იმსჯელეს.

ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას გაცნობოდნენ.