საჯარო დისკუსია სასამართლო სისტემის შესახებ

„საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია“ – ამ სახელწოდებით გაიმართა თემაზე საჯარო დისკუსია. კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური პრობლემა არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ძალაუფლება, რომელიც სასამართლო შტოს სრულ ძალაუფლებას ერთი ინსტიტუტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი მაკონტროლებელი სასამართლო ელიტის ხელში მოაქცევს. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს ერთდროულად მოსამართლეთა დანიშვნის, მათი კარიერის მართვის, ანგარიშვალდებულებებისა და სასამართლო ადმინისტრირების ფუნქციებზე კონტროლის შესაძლებლობა. დოკუმენტი კვლევის ინსტიტუტმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.