საიუბილეო სხდომა მეცნიერებათა აკადემიაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოში ბიოლოგიური ფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებათა დამფუძნებლის, ქართველი მეცნიერის მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავს მიეძღვნა.

მალხაზ ზაალიშვილმა დააარსა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი და ბიო მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შექმნა თავისი სკოლა, იყო საქართველოში ბიოლოგიური მაკრომოლეკულების ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ფუძემდებელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის „მალხაზ ზაალიშვილი – ცხოვრება და მოღვაწეობის“ პრეზენტაცია. წიგნის შემდგენელი თამარ ზაალიშვილია.