საიუბილეო საღამო 

12:30, 17.10.2026

„საერთაშორისო ლიტერატურული ფორუმის – კავკასიური მოზაიკის“ პროგრამის ფარგლებში, კინოს სახლში საქართველოს დამსახურებული არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის, რეჟისორისა და პოეტის, ალი ისაევ-ავარსკის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ალი ისაევი-ავარსკი ავტორია დოკუმენტური ტრილოგიისა „საქართველო და დაღესტანი – მიზიდულობის ფორმულა“, ასევე „საქართველო დაღესტნელთა თვალით“. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველი და დაღესტნელი ხალხის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში. საღამო მწერალთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.

 

მსგავსი