საიუბილეო საღამო
რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში ჟურნალ „ათინათის“ რედაქტორისა და პოეტის, გულნაზ ხარაიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა „პატრიარქის ნათლულთა გუნდმა“. საღამოზე გულნაზ ხარაიშვილის წიგნის, „რჩეული პოეზია“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მწერალთა კავშირი და ჯუმბერ ლეჟავას საერთაშორისო აკადემიაა. საღამოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.