საიუბილეო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროში
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა.
სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით მჭედლიძემ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმის ძირითადი მიღწევები და სამსახურის საქმიანობის ათწლიანი შედეგები წარადგინა. მისი განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში მთავარი მიღწევაა ანგარიშგების საჯაროობა და მისი გამჭვირვალობის ზრდა. ღონისძიების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა დააჯილდოვა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრები, ასევე სამსახურის თანამშრომლები.