საიუბილეო ღონისძიება

18:36, 23.10.2025

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა – თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4-ე ქვეით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.  თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. ღონისძიებაზე სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო კონცერტი გაიმართა, შვილებისთვის – გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

მსგავსი