გიორგი ჯაშის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციის ფარგლებში გაიმართა ალბომის პრეზენტაციაც. გამოფენაზე ქართველი მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმის კოლექციიდან არის წარმოდგენილი. რეალისტური ფერწერის თვალსაჩინო წარმომადგენლის ნახატები აკადემიაში 17 მარტის ჩათვლით დარჩება. ექსპოზიცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა.