საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაში.
როგორც ფორუმზე აღინიშნა, საქართველომ 2022-2024 წლებში 5 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტთან, დაახლოებით 6 %-ია. ეკონომისტების შეფასებით, ეს საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აქტიურ ფაზაშია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელი. ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტმა პირველი გემის მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს.